loader

როგორ გამოიყურება სვანიძის ქუჩა დღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება სვანიძის ქუჩა დღეს

თბილისში, სტიქის შედეგად დაზიანებულ სვანიძის ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ადგილზე მუშაობდნენ თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები, ასევე მოხალისეები, რომლებსაც სახლებიდან დაზიანებული ნივთები გამოჰქონდათ. ტერიტორია იწმინდება წყლის მოვარდნის შედეგად მოტანილი ტალახისგან.

სვანიძის ქუჩაზე დაზიანებულია თითქმის ყველა სახლი, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორია, რომელსაც მოხალისეები ალაგებდნენ. ადგილზე იმყოფებოდა უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავაც.

მოხალისეებთან და თავდაცვის სამინისტროს დანაყოფთან ერთად ადგილზე მუშაობდა ტექნიკაც.