loader

"ადრე აქ დავით ბაქრაძე ცხოვრობდა, ახლა ბავშვები იცხოვრებენ" - პრემიერი წყნეთის აგარაკზე დაზარალებულებთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ადრე აქ დავით ბაქრაძე ცხოვრობდა, ახლა ბავშვები იცხოვრებენ" - პრემიერი წყნეთის აგარაკზე დაზარალებულებთან

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა, შესაძლოა, 100 მილიონ ლარს მიაღწიოს. მთავრობის ადმინისტრაციის
ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერმა წყნეთში, სამთავრობო აგარაკზე განთავსებულ დაზარალებული ოჯახებთან შეხვედრაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს დონორების დახმარების იმედი აქვს.

დაზარალებულებმა, თავის მხრივ, პრემიერს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლების მსგავსი მხარდაჭერა 2008 წლის ომის პერიოდშიც კი არ უგრძვნიათ.

იხილეთ ასევე: "ალო, ირაკლი ვარ ღარიბაშვილი" - სტიქიით დაზარალებულს თავად პრემიერმა დაურეკა