loader

ერთი შეხედვით ეს საბავშვო ბაღია... ან მოხუცებულთა სახლი, მაგრამ აქაურობა ბევრად უფრო საოცარი ადგილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთი შეხედვით ეს საბავშვო ბაღია... ან მოხუცებულთა სახლი, მაგრამ აქაურობა ბევრად უფრო საოცარი ადგილია

სიეტლში უჩვეულო დაწესებულება მდებარეობს, სადაც პენსიონერები ბავშვებთან ერთად იკრიბებიან და ერთმანეთისთვის სიხარული მოაქვთ. ეს ჯადოსნური ადგილი მოხუცებულებს შესაძლებლობას აძლევს მათი ცარიელი სახლები მიატოვონ და ბავშვების აღზრდაში მიიღონ მონაწილეობა. დაწესებულებაში 400-მდე მარტოხელა მოხუცი ცხოვრობს. ამავე დროს ეს სახლია პატარა ბავშვებისთვისაც. მოხუცები და პატარები, აქ ერთად საქმიანობენ: ბებიები და ბაბუები ბავშვებთან ერთად ხატავენ, ცეკვავენ და თამაშობენ.

სტატისტიკის მიხედვით, მხცოვანი ადამიანები სოციალურ იზოლაციას განიცდიან, რაც დეპრესიას, ფსიქოლოგიური და ფიზიკური აქტივობის დაცემას იწვევს. სწორედ ამიტომ, საზოგადოებას ასეთი დაწესებულებები სჭირდება, სადაც თავს მარტო არავინ იგრძნობს.