loader

"3 წუთი მომეცით, ვეტყვი დაიძინე და შენ თავს ვფიცავარ დავაძინებ" - აფრიკელი მოხალისე პატრულს ვეფხვთან შეშვებას სთხოვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"3 წუთი მომეცით, ვეტყვი დაიძინე და შენ თავს ვფიცავარ დავაძინებ" - აფრიკელი მოხალისე პატრულს ვეფხვთან შეშვებას სთხოვდა

"ლაგუნა ვერესთან" მდებარე შენობაში ალბინოსმა ვეფხვმა ერთი ადამიანი დაგლიჯა. შუახნის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. "პალიტრა ტვ"-ს კორესპონდენტი "ლაგუნა ვერესთან" იმყოფებოდა, როდესაც პანიკა ატყდა, რომ შენობაში ვეფხვი იყო დამალული, რომელმაც მამაკაცი დაგლიჯა. ადგილზე გამოიძახეს სამაშველო სამსახური, მობილიზებულ იქნა სპეცრაზმიც, რომლებიც ვეფხვის დაჭერას ცდილობდნენ. დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერაცია, საბოლოოდ ცხოველის ლიკვიდაცია მოხდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა აფრიკელი მოხალისე, როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ, ნიგერიელი კენჩუ უაუგა, რომელიც დაჟინებით ითხოვდა შეეშვათ შენობაში, სადაც ვეფხვი იმყოფებოდა. "3 წუთი მომეცით, ვეტყვი დაიძინე და შენ თავს ვფიცავარ დავაძინებ" - ეუბნებოდა მამაკაცი პატრულის თანამშრომლებს.

View the English version on Georgian Journal: "Just give me 3 minutes, I will tell the tiger to fall asleep" - African volunteer's attempt to pacify the tiger

ასევე იხილეთ:

"დაუჭერია და ჭამს, ვერაფერი ვუშველეთ" - ექსკლუზიური კადრები "ლაგუნა ვერედან" და პანიკაში ჩავარდნილი თვითმხილველები

"ლაგუნა ვერესთან" ვეფხვმა მამაკაცი დაგლიჯა - ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული

ლიკვიდირებული ვეფხვის გამოყვანის კადრები