loader

პირველი კადრები: სისხლის კვალი ადგილზე, სადაც ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები: სისხლის კვალი ადგილზე, სადაც ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა

"პალიტრა ტვ"-ს ჟურნალისტმა ის ადგილი გადაიღო, სადაც ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა. ეს არის "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საწყობი. ამ ტერიტორიაზე ვეფხვმა ერთი ადამიანი დაგლიჯა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმი. ადგილზე იმყოფებოდნენ: შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია. ადგილზე ასევე იმყოფებოდა ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

საწყობის ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანები ვეფხვის ადამიანზე თავდასხმის ფაქტს იხსენებენ.

მათი ინფორმაციით, ყოფილ აბრეშუმის ფაბრიკაში მუშები საწყობის პირველ სართულს ალაგებდნენ მაშინ, როდესაც ეს შემთხვევა მოხდა. "7 მუშა იყო შესული დასალაგებლად. იქ არის პატარ-პატარა ოთახები და ერთ-ერთი ოთახიდან გამოვარდა თეთრი ვეფხვი, რომელმაც ერთი ადამიანი დაგლიჯა. დაღუპულს ყელი აქვს გამოგლეჯილი", - აცხადებენ თვითმხილველები.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი

ასევე იხილეთ:

"3 წუთი მომეცით, ვეტყვი დაიძინე და შენ თავს ვფიცავარ დავაძინებ" - აფრიკელი მოხალისე პატრულს ვეფხვთან შეშვებას სთხოვდა

"დაუჭერია და ჭამს, ვერაფერი ვუშველეთ" - ექსკლუზიური კადრები "ლაგუნა ვერედან" და პანიკაში ჩავარდნილი თვითმხილველები

"ლაგუნა ვერესთან" ვეფხვმა მამაკაცი დაგლიჯა - ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული

ლიკვიდირებული ვეფხვის გამოყვანის კადრები