loader

"ჩემი ბრალია" - ზოოპარკის დირექტორი პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი ბრალია" - ზოოპარკის დირექტორი პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ

"ვაცნობიერებ იმას, რომ ჩემი ინფორმაციის მიწოდებით, სახელმწიფო სტრუქტურებმა გაავრცელეს ეს ინფორმაცია, ჩემი შეტყობინების შედეგად ჩაითვალა, რომ საფრთხე აღარ არსებობს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ვეფხვი, რომელიც ჩათვლილი იყო, როგორც მოკლული, აღმოჩნდა ცოცხალი და დამალული ერთერთ შენობაში. და შესაბამისად მოხდა ის, რაც მოხდა" - აღნიშნა ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ. იგი ფურცელზე დაწერილ ტექსტს კითხულობდა.