loader

"ტრაქტორით ვმუშაობდი, მოვუსვი და ამოყვა გვამი" - რას ყვება მამაკაცი, რომელმაც ლიზა ზარანდიას ცხედარი იპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტრაქტორით ვმუშაობდი, მოვუსვი და ამოყვა გვამი" - რას ყვება მამაკაცი, რომელმაც ლიზა ზარანდიას ცხედარი იპოვა

სტიქიის დროს დაღუპული ლიზა ზარანდიას ცხედარი ზოოპარკის ქვედა ნაწილში, ახალ გზასთან ახლოს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა იპოვა. როგორც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა ავთანდილ ხაშმელაშვილმა "პალიტრა ტვ"-ს განუცხადა, ცხედარს მცირე დაზიანება ჰქონდა მიყენებული. მისი თქმით, გოგონას ცხედარი გავრცელებული ფოტოებიდან ამოიცნო.

სტიქიის დღეს ინდირა და ლიზა ზარანდიები მეგობართან, სერგო კაპანაძესთან ერთად ტაქსიში იმყოფებოდნენ. ინდირა ზარანდიას ცხედარი "მზიურის" ტერიტორიაზე ორი დღის წინ იპოვეს. სერგო კაპანაძე და ტაქისის მძღოლი, ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად თბილისში 19 ადამიანი დაიღუპა.

ასევე იხილეთ: "ჩვენი ჰერმიონა, მხიარული გოგონა..." - სტიქიის დროს დაღუპული ინდი ზარანდიას ვიდეოს მეგობრები ავრცელებენ