loader

ბიჭს, რომელსაც სტიქიის დროს დედა და დეიდა დაეღუპა, მოქალაქემ ტექნიკა და ფულადი საჩუქრები მიუტანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიჭს, რომელსაც სტიქიის დროს დედა და დეიდა დაეღუპა, მოქალაქემ ტექნიკა და ფულადი საჩუქრები მიუტანა

სტიქიის შედეგად დაზარელებულ 15 წლის მოზარდს, მიხეილ შაჰბაზიანს, რომელმაც წყალდიდობისას დედა და დეიდა დაკარგა, ტექნიკა და ფულადი საჩუქრები გადაეცა. რიგითმა მოქალაქემ გოჩა თათანაშვილმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახისთვის დახმარების სურვილი გამოთქვა. ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით დასახმარებლად სწორედ ეს მოზარდი შეირჩა. 15 წლის მიხეილი ფოტოგრაფიით არის გატაცებული, სწორედ ამიტომ მას უახლესი მოდელის პროფესიონალური ფოტოაპარატი, ლეპტოპი და მობილური ტელეფონი გადაეცა. ოჯახს კი ფულადი თანხა 2000 ლარის ოდენობით. დედის დაღუპვის შემდეგ მოზარდზე მეურვეობა მისმა ბებიამ და ბაბუამ აიღეს საკუთარ თავზე.

ჯანდაცვის სამინისტროს მეშვეობით, მოზარდთან უკვე მუშაობს ფსიქოლოგი. სამინისტროს წარმომადგენლები მუდმივად საქმის კურსში არიან მოზარდის საჭიროებების შესახებ.