loader

თინეიჯერები ქველმოქმედებისთვის - "პალიტრა L"-ის ახალი გამოცემის გაყიდვიდან შემოსული თანხა სტიქიით დაზარალებულებს გადაერიცხებათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თინეიჯერები ქველმოქმედებისთვის - "პალიტრა L"-ის ახალი გამოცემის გაყიდვიდან შემოსული თანხა სტიქიით დაზარალებულებს გადაერიცხებათ

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა პროექტ "ლიბერთინსთან" ერთად თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გამართა.

პროექტის ფარგლებში გამოცემული ახალი წიგნის - ემი იტერანტას "წყლის საიდუმლო" "ბიბლუს გალერიში" 3 ლარად გაიყიდა. გაყიდვიდან შემოსული თანხა კი სტიქიის შედეგად დაზარალებულების ფონდში გადაირიცხება. აქციაზე ასევე გაიყიდა Liberteens-ის პროექტის სხვა წიგნებიც, ყოველი წიგნის გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან, ასევე 3 ლარი გადაირიცხება ქველმოქმედებისათვის.