loader

მოსკოველმა "ბომჟმა" ვიდეობლოგი შექმნა და ათასობით ხელმომწერი ჰყავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოველმა "ბომჟმა" ვიდეობლოგი შექმნა და ათასობით ხელმომწერი ჰყავს

მოსკოველმა უსახლკარომ, ევგენი იაკუტმა YouTube-ზე არხი შექმნა, რომელმაც არსებობის სამ კვირაში 9 000 ხელმომწერი მოაგროვა, გამოქვეყნებული ვიდეო კი უკვე 200 000-ზე მეტმა ადამიანა ნახა.

იაკუტი მოსკოველი "ბომჟების" რეალიებს აშუქებს. არხის შექმნის იდეა მას ბლოგერებზე გადაცემის ნახვის შემდეგ გაუჩნდა, რომლებიც ფულს ვიდეორგოლების ნახვის რაოდენობით აკეთებდნენ. გადაცემა თვალში სადგურზე გასათბობად მისულს მოხვდა. მოსკოველმა უსახლკარომ ახალგაზრდა მამაკაცი მოძებნა, რომელიც მის ოპერატორობას დათანხმდა. ისინი ქალაქში ერთად გადაადგილდებიან და სიუჟეტებს იღებენ, რომლებსაც შემდეგ ინტერნეტში აქვეყნებენ.