loader

ოდესის ოლქის პროკურორად ზურაბ ადეიშვილი დაინიშნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოდესის ოლქის პროკურორად ზურაბ ადეიშვილი დაინიშნა

ოდესის ოლქის პროკურორად მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი დანიშნა. ამის შესახებ "ლაიფნიუსი" იტყობინება. გავრცელებული ცნობით, იგი რამდენიმე დღეში ოდესაში გაემგზავრება. ზურაბ ადეიშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის პოსტს 2008-12 წლებში იკავებდა. საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მასზე საერთაშორისო ძებნაც გამოცხადდა, თუმცა მოგვიანებით ინტერპოლმა იგი ძებნილთა სიიდან ამოიღო.

ადეიშვილი რამდენიმე თვის წინ უკრაინის ახალმა მთავრობამ ანტიკორუფციული ბიუროსა და გენერალური პროკურატურის მრჩევლად დანიშნა.