loader

მიხეილ სააკაშვილი ხელფასით უკმაყოფილოა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი ხელფასით უკმაყოფილოა

ოდესის გუბერნატორმა ისაუბრა, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ხშირად საუბრობს. "თითქმის ყოველდღე. მის მხარდაჭერას ვგრძნობ. ჩემს საკადრო დანიშვნებში პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ ერევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩინოსნები, უბრალოდ, გაფრთხილებულნი არიან, მომცენ თავისუფლება. ის, რომ ახალ ადამიანებს ვპოულობ, ეს, უპირობოდ, პოროშენკოა", - განაცხადა სააკაშვილმა ტელეარხ ICTV-სთან საუბარში.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარ ხელფასზე დაიჩივლა და აღნიშნა, რომ ამ ხელფასით გუბერნატორის პოსტზე წელიწადზე მეტხანს ვერ გაჩერდება. "ერთი წელიწადი გავჩერდები, მეტი არა. თუ ჩვენ ნამდვილ ხელფასს არ ავიღებთ უკრაინაში - ქვეყანა ვეღარ გაუძლებს".

მიხეილ სააკაშვილის ხელფასი, გამოცემა Украинская правда-ს ინფორმაციით, თვეში 5644 გრივნას შეადგენს, რაც 267 დოლარს უტოლდება.

ასევე იხილეთ: მიხეილ სააკაშვილი ოდესაში 2 ოთახში ცხოვრობს - პირველი კადრები გუბერნატორის სახლიდან