loader

"ქვეშაფსია... გარშოკიანი..." - რატიანის და პაპუაშვილის დაპირისპირება განათლების კომიტეტის სხდომაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქვეშაფსია... გარშოკიანი..." - რატიანის და პაპუაშვილის დაპირისპირება განათლების კომიტეტის სხდომაზე

პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს უმცირესობის დეპუტატი სერგო რატიანი და უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი დაუპირისპირდნენ. სხდომაზე "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ.

უმცირესობის დეპუტატმა სერგო რატიანმა კომიტეტის წევრებს ძველი პერიოდი შეახსენა, როდესაც განათლების სისტემაში კორუფცია სუფევდა, ხოლო როინ მეტრეველი ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. რატიანის თქმით, სწორედ ამ პერიოდში განათლების სისტემაში 50 მილიონი ქრთამის სახით ტრიალებდა. რატიანის განცხადებას ზაზა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" დემაგოგიას ეწევა და მისი ლიდერი "ქვეშაფსიაა".

ავტორი: ირაკლი აკობია

ასევე იხილეთ:

"გაგაგორებინებდი კოჭს, ქალი ხარ, პროსტა" - "ქუჩის ბირჟა" პარლამენტში

დაპირისპირება პარლამენტში: ზაზა პაპუაშვილმა სერგო რატიანს მიკროფონი მოუგლიჯა

"პეშკები", მხდალები და გამყიდველები ხართ თქვენ!" - ზაზა პაპუაშვილი უმცირესობას