loader

მიხეილ სააკაშვილი ოდესის სახელმწიფო ავიაციის ხელმძღვანელს მთელი ხმით უყვირის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი ოდესის სახელმწიფო ავიაციის ხელმძღვანელს მთელი ხმით უყვირის

ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საჯაროდ განრისხდა და სახელმწიფო ავიაციიის სამსახურის თავმჯდომარე დენის ანტონიუკს სულ ქვეყნის გამყიდველი ეძახა. სიტყვიერი შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ანტონიუკი სააკაშვილს შეეკამათა და განაცხადა, რომ მსგავსმა რეფორმებმა საქართველოში შედეგი ვერ გამოიღო. შეხვედრაზე ოდესის აეროპორტში "ღია ცის" პრინციპის დანერგვა განიხილებოდა .

სააკაშილის თქმით, "ღია ცის" პრინციპი ვერაფერს შეცვლის, თუ ბილეთების ფასი იგივე დარჩება და ფრენებზე მონოპოლია მხოლოდ რამდენიმე კომპანიას ექნება. სააკაშვილის თქმით, აუცილებელია რომ ამ სფეროში ბევრი კომპანია შემოვიდეს, ბილეთები 3-ჯერ გაიაფდეს და კონკურენცია გაიზარდოს.

ასევე იხილეთ: "ან განუკითხაობა, ან მე!" - მიხეილ სააკაშვილმა ოდესელ პროკურორებთან მაგიდაზე ხელები აბრახუნა