loader

სასტიკი ტერაქტი ტუნისში: მსხვერპლის რაოდენობა 37-მდე გაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასტიკი ტერაქტი ტუნისში: მსხვერპლის რაოდენობა 37-მდე გაიზარდა

ტუნისში მსხვერპლის რაოდენობა 37-მდე გაიზარდა. ტუნისში დღეს მომხდარი ტერაქტის დროს სულ მცირე, 13 ბრიტანელია დაღუპული და ირლანდიის ერთი მოქალაქე. ამის შესახებ "ITV" ადგილობრივ საავადმყოფოებზე დაყრდნობით იუწყება. დაღუპულთა შორის არიან გერმანიის, ბელგიისა და ტუნისის მოქალაქეები - იუწყება ტელეკომპანია.

ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი 37-ს აღწევს. ორმა შეიარაღებულმა ადამიანმა დღეს ტუნისის საკურორტო ქალაქ სუსთან, კურორტ ელ-კანტაუიში, სასტუმრო "იმპერიალთან" ცეცხლი გახსნა. ერთი დამნაშავე მოკლულია, მეორე დაკავებული. მომხდარის შედეგად 36 ადამიანი დაშავდა.