loader

youtube-მა ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციას ემოციური ვიდეო მიუძღვნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

youtube-მა ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციას ემოციური ვიდეო მიუძღვნა

ერთსქესიანი ქორწინება გუშინდელი დღიდან ლეგალური გახდა ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით. აღმასრულებელმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ამერიკის 50-ვე შტატში გეი ქორწინება კანონიერად გამოაცხადა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განცხადება გააკეთა: "ეს ნაბიჯი დიდი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნისთვის, ამ გადაწყვეტილებით ხაზი ესმევა იმას, რისიც ჩვენი ქვეყნის მილიონობით მოქალაქეს სწამს: როდესაც ყველა ამერიკელი თანასწორი იქნება, უფრო მეტად შევიგრძნობთ თავისუფლებას".

youtube-მა ის ემოციური ვიდეოები შეკრიბა, რომელშიც ადამიანები ქამინ აუთს აკეთებენ და პირველად აცხადებენ ღიად საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ. ვიდეოში ასევე გეი-წყვილების ქორწინებისა და ხელის თხოვის კადრებს იხილავთ.

ასევე იხილეთ:

გეი ტყუპები მამას გამოუტყდნენ - როგორ ფიქრობთ, რას უპასუხებს მამა?

მამაკაცმა ბოიფრენდს მაღაზიაში ფლეშმობი მოუწყო და ხელი სთხოვა

ცისარტყელის ფერებით განათებული თეთრი სახლი - აშშ-ში ერთსქესიანი ქორწინება ლეგალური გახდა

ბიჭი დედას გამოუტყდა, რომ გეია, თუმცა დედისგან უფრო მოულოდნელი რამ შეიტყო...