loader

ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად "სუხიშვილების" საიუბილეო-საქველმოქმედო კონცერტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად "სუხიშვილების" საიუბილეო-საქველმოქმედო კონცერტზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად "სუხიშვილების" საიუბილეო-საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო, - ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. ანსამბლის დასთან ერთად კონცერტში მონაწილეობდნენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები: ილზე ლიეპა, ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ილია კუზნეცოვი.

გალა კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულებს.

ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის "სუხიშვილების" საქველმოქმედო კონცერტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.

იხილეთ ასევე: ირმა ნიორაძის "მუხამბაზმა" სოციალური ქსელები დაიპყრო

ნინო ანანიაშვილის "ილოური" "სუხიშვილების" საქველმოქმედო კონცერტზე