loader

"ფირცხალავა ჰყვება ზღაპრებს" - იური ვაზაგაშვილის დამ პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფირცხალავა ჰყვება ზღაპრებს" - იური ვაზაგაშვილის დამ პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების პროცესი იური ვაზაგაშვილის დამ, მანანა ვაზაგაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. ამას წინ უძღოდა ირაკლი ფირცხალავას შესავალი სიტყვა. როგორც სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ მანანა ვაზაგაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, ფირცხალავამ მისი ძმისა და ძმიშვილის მისამართით გამოიყენა შეურაცხმყოფელი სიტყვები, რამაც გამოიწვია მისი პროტესტი. მანანა ვაზაგაშვილს დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ მანდატურმა განუმარტა, რომ იგი გაძევებულია პროცესიდან და ვერცერთ შემდგომ სხდომას ვერ დაესწრება.

"ფირცხალავა ჰყვება ზღაპრებს. ამბობს, რომ ჩემი ძმა და ძმიშვილი არიან არაკაცები და ყაჩაღები. ეს ყველაფერი თვითონ არის. ვერ მოვითმინე და ამის გამო დავტოვე პროცესი", - განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა.