loader

"კარგი თბილისელი ქალი იყო... ერის ხმა" - ცრემლები, ტაში და სიმღერა ეთერ კაკულიას დაკრძალვაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კარგი თბილისელი ქალი იყო... ერის ხმა" - ცრემლები, ტაში და სიმღერა ეთერ კაკულიას დაკრძალვაზე

მომღერალ ეთერ კაკულიას ცხედარი ქაშუეთის ტაძრიდან ტაშით გამოასვენეს. გარდაცვლილი ტაძართან დაასვენეს, სადაც მომღერალს ახლობლები და მეგობრები გამოემშვიდობნენ. საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა მომღერალი გაიხსენეს და გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვეს.

ქაშუეთის ეზოში შეკრებილებმა ეთერ კაკულია მისი სიმღერების ფონზე ტაშით გააცილეს. პროცესია რუსთაველის გამზირზე ოპერამდე ფეხით მსვლელობით გაგრძელდა. მომღერალი ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალეს. ეთერ კაკულია ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 26 ივნისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა.