loader

საზარელი ტრაგედია ხარაგაულში: რას ჰყვება გაუპატიურებული და ჩამომხრჩვალი მოზარდის ოჯახი (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი ტრაგედია ხარაგაულში: რას ჰყვება გაუპატიურებული და ჩამომხრჩვალი მოზარდის ოჯახი (+18)

ხარაგაულის რაიონის სოფელ ხუნევში რამდენიმე დღის წინ ჩამომხრჩვალი 11 წლის ახალგაზრდის ოჯახმა მოზარდის გარდაცვალებაში ბრალდებული მამაკაცის სახლი გადაწვა. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები მედიასთან აცხადებენ, მოზარდი ძალადობის მსხვერპლი გახდა, მომხდარი ოჯახში ვერ გაამხილა და თავი ჩამოიხრჩო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული რეზო ლ. 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ხარაგაულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი თანასოფლელი ბიჭი გააუპატიურა. მომხდარი ფაქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითმკვლელობა სცადა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი მეორე დღეს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

გამოძიება 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 115-ე და 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).

ამ თემას "რუსთავი 2" სიუჟეტს უძღვნის.