loader

"ოფროუდი" თბილისი-რუსთავის გზაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოფროუდი" თბილისი-რუსთავის გზაზე

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე თითქმის მთელი დღის განმავლობაში საცობია. მძღოლები რამდენიმეასეულმეტრიანი გზის გავლას ორთაჭალიდან ფონიჭალამდე 30-45 წუთს ანდომებენ. დილის საათებში გადაადგილება გაძნელებულია რუსთავიდან თბილისის მიმართულებით გზის მონაკვეთზე, საღამოს კი პირიქით. მოქალაქეები თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე გამუდმებულ გადატვირთულ მოძრაობას აღნიშნულ მონაკვეთზე გზის სამშენებლო სამუშაოებს უკავშირებენ.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კონტროლის ქვეშ ხორციელდება, წელიწადზე მეტია გრძელდება და პროექტის შესაბამისად, 2015 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. იქამდე კი მძღოლებს რუსთავი-თბილისის გზის გავლა "ოფროუდის" მანევრებით მოუწევთ.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი