loader

"როგორ არ გრცხვენიათ?!" - სააკაშვილმა ანტიკორუფციული კომიტეტის თანამშრომლებს უყვირა და სამსახურიდან გაყარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორ არ გრცხვენიათ?!" - სააკაშვილმა ანტიკორუფციული კომიტეტის თანამშრომლებს უყვირა და სამსახურიდან გაყარა

ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ანტიკორუფციული კომიტეტის ყველა წევრი თანხების მითვისებაში დაადანაშაულა და სამსახურიდან გაყარა.

"გონიათ სულელი ვარ და ვერ შევამჩნევ იმ ამოვსებულ ორმოებს, რომელსაც სადღაც ჩემს მისვლამდე აკეთებენ?! მე შემომაქვს ტენდერების ელექტრონული სისტემა და საზოგადოება გააკონტროლობს ამ ტენდერებს. მე ოდესელ ხალხს, ოდესის საზოგადოების თითოეულ პატიოსან წევრს უფრო ვენდობი, ვიდრე ნებისმიერ თქვენგანს, ამიტომ დროა ის რასაც თავი ვერ გაართვით, გადავცეთ ხალხს" - განაცხადა სააკაშვილმა, რის შემდეგაც კომიტეტს ყველა უფლება ჩამოართვა და საზოგადოებრივ წარმომადგენელს გადასცა.

იხილეთ:

მიხეილ სააკაშვილი ოდესის სახელმწიფო ავიაციის ხელმძღვანელს მთელი ხმით უყვირის

"ან განუკითხაობა, ან მე!" - მიხეილ სააკაშვილმა ოდესელ პროკურორებთან მაგიდაზე ხელები აბრახუნა