loader

ბიძინა ივანიშვილს 12 წლის ბიჭის გადარჩენაში დახმარებას სთხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილს 12 წლის ბიჭის გადარჩენაში დახმარებას სთხოვენ

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან რამდენიმეკაციანი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ყოფილ პრემიერს 12 წლის გიორგი ჯიშკარიანის სიცოცხლის გადარჩენის საქმეში დახმარება სთხოვეს.

როგორც მათ განაცხადეს, მოზარდს ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა აქვს, რა დიაგნოზითაც მას ორი ძმა გარდაცვლილი ჰყავს. ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც იყვნენ მობილიზებულნი, თუმცა აქციის დასრულების შემდეგ მათ ტერიტორია დატოვეს.
გიორგი ჯიშკარიანის ოჯახს ბავშვის დახმარების მიზნით საქართველოს ბანკში სპეციალური ანგარიში აქვს გახსნილი, რომელზეც თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ანგარიშის ნომერია: GE55BG0000000294612100 (მიმღები ია კოხრეიძე).