loader

ძლიერი ხანძარი კუმისში - სამაშველო ოპერაცია და დამწვარი აგარაკები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი ხანძარი კუმისში - სამაშველო ოპერაცია და დამწვარი აგარაკები

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში ხანძარია. როგორც სამაშველო სამსახურში განაცხადეს, ცეცხლი აგარაკებს, კერძოდ, კოტეჯებს მოეკიდა.
სამაშველო სამსახურის ცნობით, ადგილზე 15 სახანძრო ბრიგადა და 100-ზე მეტი მაშველი მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული ქალბატონი მარნეულის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
პრესსამსახურის ცნობით, მას მსუბუქი დაზიანება აქვს მიყენებული. ამასთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაშავებული ორსულია.

იხილეთ ასევე: როგორ გამოიყურება გადამწვარი კუმისი ხანძრის შედეგ - შემაძრწუნებელი კადრები