loader

თბილისში, აფაქიძის ქუჩაზე შენობა ჩამოინგრა: დაღუპულია 4 მუშა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში, აფაქიძის ქუჩაზე შენობა ჩამოინგრა: დაღუპულია 4 მუშა

თბილისში, აფაქიძის #13-ში მდებარე გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შენობის რამდენიმე სართულის ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილები აღნიშნულ ობიექტზე მომუშავე მუშები არიან.

ინფორმაციას სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში. როგორც დეპარტამენტის პრესსამსახურში განაცხადეს, სამი ცხედარი ნანგრევებიდან ამოყვანილია. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ადგილობრივების ინფორმაციით, შენობა ცოტა ხნის წინ გასხვისდა და იქ სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა. სამი მუშის გარდაცვალების გარდა, შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი მუშა, რომელიც საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს, ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა საოპერაციო ბლოკში გარდაიცვალა.

ავტორები: თეა ბითაძე, გიორგი შეყილაძე