loader

გინდათ გაიგოთ, როგორია ნამდვილი სიყვარული? შეხედეთ ამ წყვილს! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გინდათ გაიგოთ, როგორია ნამდვილი სიყვარული? შეხედეთ ამ წყვილს!

უამრავი ადამიანი ყოველდღიურად ნამდვილ სიყვარულს ეძებს. ყველას უნდა მონათესავე სულის პოვნა, მაგრამ ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, რომ სიყვარული არა მხოლოდ სიამოვნება, არამედ პასუხისმგებლობაცაა. ამიტომ ბევრი ადამიანი "ნამდვილი სიყვარულის" პოვნას ვერ ახერხებს.

მაგრამ არა ეს წყვილი! ბილი და გლადისი დარწმუნებულნი არიან, რომ იპოვეს ის, რაც სჭირდებათ და ამას მათი 50-წლიანი სიყვარულის ამბავი ადასტურებს. აი, რას ჰყვება ბილი გლადისზე, რომელსაც 2004 წელს ალცჰეიმერის დაავადება აღმოუჩინეს: "ყოველ დილით ჩემს საყვარელ მეუღლეზე ადრე ვდგები, რათა დრო გავანაწილო ისე, რომ მთელი დღე მისი მოვლის შესაძლებლობა მქონდეს. უნდა მოვასწრო ყველაფერი მანამდე, სანამ საწოლიდან ადგება და დაძინებამდე გამუდმებით მის გვერდით ვარ. კბილებს ვუწმენდ, აბაზანის მიღებაში, ჩაცმასა და ჭამაში ვეხმარები... პატივია ქალის მოვლა, რომელიც 50 წელია მიყვარს და რომელმაც ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთა".