loader

ვაგზლის მოედანთან პატრული მოვალეობის შესრულებისას დაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვაგზლის მოედანთან პატრული მოვალეობის შესრულებისას დაჭრეს

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გივი გ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი მამუკა მგალობლიშვილი 6 ივლისს, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, თევდორე მღვდლის და აბასთუმნის ქუჩების კვეთაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. იგი იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის მანქანაში, ხოლო მისი მეწყვილე ავტომანქანიდან მოქალაქის დაჯარიმების მიზნით გადავიდა. ამ დროს მამუკა მგალობლიშვილს გამვლელმა - გივი გ-მ ცივი იარაღით სახისა და ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. აღნიშნული პირი დაშავებულმა პატრულ-ინსპექტორმა და მისმა მეწყვილემ შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

პატრულ-ინსპექტორი მამუკა მგალობლიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. იგი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გამოწერეს.