loader

გლდანის ციხეში პატიმარი ჩამომხრჩვალი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გლდანის ციხეში პატიმარი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ახლობლების ინფორმაციით, გლდანის #8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო. როგორც პატიმრის დეიდამ, ნინო ჩუხუამ განაცხადა, 33 წლის დაზმირ თირქია საკნის საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი მას შემდეგ იპოვეს, რაც საქმის გამომძიებელს შეხვდა.

რას შეიძლება უკავშირდებოდეს მომხდარი, ამ ეტაპზე ახლობლები ვერ საუბრობენ. თუმცა აცხადებენ, რომ დაზმირ თირქიას 15 ივლისს ჰქონდა სასამართლო პროცესი, რომელზეც საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმებოდა და სასჯელაღსრულების დაწესებულება საპროცესოს პირობებით მალე უნდა დაეტოვებინა.

ახლობლების ინფორმაციით, თირქია ქურდობის ბრალდებით იყო დაკავებული.