loader

ექვსი უცნობი ადამიანი სრულ სიბნელეში ხვდება ერთმანეთს... - "კოკა-კოლას" ამ გენიალურ ექსპერიმენტს გულგრილად ვერ ნახავთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექვსი უცნობი ადამიანი სრულ სიბნელეში ხვდება ერთმანეთს... - "კოკა-კოლას" ამ გენიალურ ექსპერიმენტს გულგრილად ვერ ნახავთ

დადგენილია, რომ სულ რაღაც 7 წამია საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანის გარეგნობის მიხედვით მასზე აზრი ჩამოგიყალიბდეთ.

"კოკა-კოლას" შუა აღმოსავლეთის წარმომადგენლობამ, ახალი სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, გამოუშვა ქილები, რომლებზეც არ არის ბრენდის ცნობილი სავაჭრო ნიშანი. ახალი კამპანიის სლოგანია: "იარლიყები არის ქილებისთვის და არა ადამიანებისთვის".

ამავე კამპანიის ფარგლებში, "კოკა-კოლამ" ექსპერიმენტი ჩაატარა: ექვსი უცნობი ადამიანი ერთ ოთახში სრულ სიბნელეში შეახვედრა ერთმანეთს. ექსპერიმენტის მონაწილეებს საკუთარი თავის შესახებ უნდა მოეყოლათ, ვის რა ინტერესი, გატაცება, სურვილები აქვს. შუქის ანთების შემდეგ მამაკაცები ერთმანეთს გაოცებულები შესცქეროდნენ - მათ მიერ სიბნელეში წარმოდგენილი ადამიანი სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, რაც მათ სინათლეში დაინახეს...

ასევე იხილეთ:

სად არის ნამდვილი ბედნიერება? - "კოკა-კოლას" პოზიტიური ვიდეო

ნუ იხმაურებთ კინოში! - გენიალური ექსპერიმენტი "კოკა-კოლასგან"

კანის ფერის გამო ოჯახი მამაკაცს ამრეზით უყურებს, მოულოდნელი ამბავი მათ დაადუმებთ...