loader

"შენ 20-ლარიანი ვის დაუძახეო... ყელში მწვდა და დამაგდო" - თბილისური კლუბის მენეჯერი პატრულის სკანდალურ ქმედებაზე ჰყვება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შენ 20-ლარიანი ვის დაუძახეო... ყელში მწვდა და დამაგდო" - თბილისური კლუბის მენეჯერი პატრულის სკანდალურ ქმედებაზე ჰყვება

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კუს ტბაზე მდებარე ერთ-ერთი კლუბის მენეჯერი გოგონა პატრულს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ლიკა კიკიანის თქმით, სამართალდამცველებმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ სცემეს, მანქანაში ძალით ჩასვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამასთან, კიკიანის თქმით, IPHONE 5 დაუმტვრიეს. გოგონას თქმით, პოლიციელებმა სცემეს ის ადამიანებიც, ვინც მას გამოექომაგნენ. პოლიციიდან ხელწერილით მას შემდეგ გამოუშვეს, რაც განყოფილებაში მისი კლუბის ხელმძღვანელი მივიდა.

გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი. როგორც მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, კლუბ "ვიტამინის" თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის პროცესში მოხდება მხარეთა და ფაქტის შემსწრე პირების გამოკითხვა.

იხილეთ ვიდეო სრულად