loader

მრევლის ნაწილმა და სასულიერო პირებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ილოცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მრევლის ნაწილმა და სასულიერო პირებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ილოცეს

"აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციები" - ამ მოთხოვნით დღეს სხვადასხვა ტაძრის მრევლმა და სასულიერო პირებმა მშვიდობიანი ლოცვითი აქცია გამართეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და "საიას" ოფისებთან.

სასულიერო პირებმა არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებთან პარაკლისი გადაიხადეს. აქციის მონაწილემ, "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" თანათავმჯდომარე ავთანდილ უნგიაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში გარყვნილების დაკანონებას უწყობენ ხელს.