loader

"ფირცხალავამ თავის ცოდვებზე ილაპარაკოს... ყაჩაღიც იყო, ხალხსაც ხოცავდა" - "კორტების საქმე" სასამართლოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფირცხალავამ თავის ცოდვებზე ილაპარაკოს... ყაჩაღიც იყო, ხალხსაც ხოცავდა" - "კორტების საქმე" სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეს განიხილავს. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ იური ვაზაგაშვილის დამ, მანანა ვაზაგაშვილმა განაცხადა, მას ღრმად სწამს ყველა ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი დანაშაულის.

იგი გამოეხმაურა ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი ცააძის განცხადებასაც, რომ მას "ჩეზეს" ტიპის იარაღი ჰქონდა სპეცოპერაციის ადგილზე, რომლის მასრებიც საქმის მასალებში არ დევს. მანანა ვაზაგაშვილის განცხადებით, სასამართლო დაადგენს, გაისროლა თუ არა ცააძემ სპეცოპერაციის ადგილზე.