loader

ჟურნალისტებმა ხურვალეთთან ბანერი წარწერით "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა" მიწიდან ამოიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟურნალისტებმა ხურვალეთთან ბანერი წარწერით "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა" მიწიდან ამოიღეს

მედიის წარმომადგენლებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიის აღმნიშვნელი ბანერი - "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა" მიწიდან ამოიღეს.

სოფელ ხურვალეთში სხვადასხვა მედიაორგანიზაციის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია "არა ოკუპაციას" გაიმართა. ჟურნალისტებმა რუსი ოკუპანტების მიერ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა" მიწიდან ამოთხარეს, ბანერზე დატანილი ინფორმაცია გადაშალეს და ბანერი ნაგავში გადააგდეს. ამ ფორმით მედიის წარმომადგენლებმა "მცოცავი ოკუპაცია" და ოკუპანტების მხრიდან საზღვრების უკანონოდ მითვისება გააპროტესტეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის ახლოს, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი აღმართეს.