loader

ევაკუაცია გლდანის მე-6 მიკრორაიონში: აფეთქების შემდეგ ნანგრევებში ორ ადამიანს ეძებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევაკუაცია გლდანის მე-6 მიკრორაიონში: აფეთქების შემდეგ ნანგრევებში ორ ადამიანს ეძებენ

გლდანის მე-6 მიკრორაიონში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ამ დროისთვის მაშველები შენობის ჩამონგრეული ნაწილის დემონტაჟს ახორციელებენ, რის გამოც ადგილზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

როგორც #2 კორპუსთან, ასევე, მის მიმდებარე მრავალსართულიან შენობებთან ადგილობრივებს მიახლოების საშუალება არ ეძლევათ, რადგან სამართალდამცველების განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ როგორც დაბზარული კედლები, ისე ნახევრად ჩამსხვრეული მინები ჩამოიშალოს.

მაშველები კიდევ ორ ადამიანს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ორი პირი აფეთქების შედეგად ჩამოშლილი კედლების ნანგრევებში მოჰყვა. ამ დროისთვის დადასტურებული ცნობით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 4 პირი კი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ასევე იხილეთ: აფეთქება გლდანში - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან