loader

სტიქიის ღამის უცნობი კადრები: როგორ დაიტბორა ცნობილი საროსკიპო თბილისის ცენტრში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტიქიის ღამის უცნობი კადრები: როგორ დაიტბორა ცნობილი საროსკიპო თბილისის ცენტრში

AMBEBI.GE-მ და palitratv.ge-მ მოიპოვეს ექსკლუზიური ვიდეომასალა, რომელზეც სტიქიის ღამით გადაღებული აქამდე უცნობი კადრებია აღბეჭდილი. ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ იტბორება თბილისის ერთ-ერთი ცნობილი საროსკიპო, რომელიც ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

აღნიშნული ვიდეომასალა AMBEBI.GE-სა და palitratv.ge-ს შენობის მეპატრონემ მიაწოდა, რომელიც მას იჯარით ჰქონდა გაქირავებული და მისივე თქმით, იქ ღამის კლუბი ფუნქციონირებდა. აღნიშნულ კლუბს თბილისში საროსკიპო "პალმების" სახელით იცნობდნენ. კადრები ორი სათვალთვალო კამერით არის გადაღებული და მასზე ასახულია, როგორ მატულობს ტერიტორიაზე წყლის დონე და როგორ ითხოვენ განწირული ყვირილით შველას ობიექტის თანამშრომლები. კადრების დასაწყისში, როცა ტერიტორიაზე წყალი იწყებს შემოსვლას, დაფიქსირებულია დრო - 01:49 საათი. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, წყალი მთლიანად ფარავს ქუჩას, შენობის პირველ სართულს (ამ პერიოდში იტბორება "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაც). კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ მომსახურე პერსონალი და ადგილობრივი მცხოვრებლები მეორე სართულის ფანჯრიდან პირველ სართულზე ჩარჩენილების ამოყვანას.