loader

რჩევები, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ: როგორ უნდა განასხვავოთ ყალბი ფული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რჩევები, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ: როგორ უნდა განასხვავოთ ყალბი ფული

ყალბი ფულის შემოპარებისგან დაცული არავინაა, თუმცა რამდენიმე რჩევას თუ გავითვალისწინებთ, ადვილად შევძლებთ მივხვდეთ, ფული ყალბია თუ არა.

როგორც ეროვნული ბანკის ფულადი ნიშნების ექსპერტი ლიკა ვერულაშვილი ამბობს, არსებობს სამი კატეგორიის დამცავი ნიშანი. ექსპერტის თქმით, პირველი კატეგორიის დამცავი ნიშნები განკუთვნილია მოსახლეობისთვის, რაც ნიშნავს, რომ არ საჭიროებს შეიარაღებულ თვალს და ადამიანი მხედველობითა და შეგრძნებით ამოიცნობს მათ. მეორე კატეგორიის დამცავი ნიშნები განკუთვნილია მათთვის, ვისაც ფულთან შეხება ხშირად აქვს - ეს იქნება სუპერმარკეტის, კომერციული ბანკის ან ნებისმიერი სალაროს მუშაკი. ამ დროს მოლარეები სპეციალურ ხელსაწყოებს იყენებენ. მესამე კატეგორიის დამცავი ნიშნები კი უფრო ლაბორატორიულ ჩარევებს საჭიროებს და ასეთი დამცავი ნიშნები, ძირითადად, ექსპერტებისათვის გამოიყენება.

ავტორები: თაკო ესებუა, გიგა ხურცილავა

წაიკითხეთ ვრცლად BPN.GE-ზე: როგორ გავარჩიოთ ფული ყალბია თუ არა და ვის უნდა მივმართოთ