loader

"ვიმუშაოთ სერიოზულად... ეს უკვე სანახაობაა" - კამათი საპარლამენტო უმცირესობას და უმრავლესობას შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიმუშაოთ სერიოზულად... ეს უკვე სანახაობაა" - კამათი საპარლამენტო უმცირესობას და უმრავლესობას შორის

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობამ "რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში გადმოწევის თაობაზე" რეზოლუციის პროექტი წარადგინა. როგორც უმცირესობის წევრებმა აღნიშნეს, საკითხის სირთულიდან გამომდინარე, აუცილებელია პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება დროულად მიიღოს.

ბიუროზე საკითხის განხილვას დეპუტატებს შორის კამათი მოჰყვა. საპარლამენტო უმცირესობის წინადადება უმრავლესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. როგორც უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, საკითხზე პარლამენტმა აუცილებლად უნდა იმსჯელოს, თუმცა თემის სირთულიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს საკითხის შეჯერება და საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომში მიღება.