loader

პოლიციელებმა მოკლეს უიარაღო მამაკაცი, რომელსაც შეცდომით დააბრალეს ქურდობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციელებმა მოკლეს უიარაღო მამაკაცი, რომელსაც შეცდომით დააბრალეს ქურდობა

ლოს ანჯელესში პოლიციელებმა უიარაღო მამაკაცი, 34 წლის რიკარდო დიას-ზეფერინო მოკლეს, რომელსაც შეცდომით ველოსიპედის მოპარვაში სდებდნენ ბრალს. რიკარდოს სამართალდამცველებმა მაშინ ესროლეს, როდესაც მამაკაცმა მაღლა აწეული ხელები ჩამოსწია. შემთხვევა 2 წლის წინ, 2013 წელს მოხდა და ამ ფაქტის ამსახველ ვიდეოს მალავდნენ, თუმცა გუშინ მოსამართლემ ბრძანება გასცა, რომ ის გაევრცელებინათ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ქალაქ გარდენას მმართველობა იძულებულია, 4.7 მილიონი გადაუხადოს დიას-ზეფერინოს ოჯახს და შემთხვევის ადგილას მყოფ მამაკაცს, რომელიც ამ ფაქტის შედეგად დაიჭრა.