loader

ბერიაშვილების ოჯახის ტრაგედია: 11 და 16 წლის ობოლი ბიჭები და მათზე მზრუნველი მოხუცი ბაბუა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბერიაშვილების ოჯახის ტრაგედია: 11 და 16 წლის ობოლი ბიჭები და მათზე მზრუნველი მოხუცი ბაბუა

ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ერთი პატარა სახლი დგას. ოჯახის ყველაზე პატარა წევრი 11 წლის საბაა. უკვე ერთი წელია, მასზე მშობლების ნაცვლად 70 წლამდე გულით ავადმყოფი პაპა და 16 წლის ძმა ზრუნავენ... ბერიაშვილების ტრაგედია ექვსი­ წლის წინ დაიწყო, როცა უკრაინაში სამუშაოდ წასული ბიჭების მამა მოულოდნელად გარდაიცვალა. შვილის გარდაცვალებას გადაჰყვა ბავშვების ბებიაც. ზუსტად ერთი წლის წინ კი დასავლეთში­ ავტომობილით მიმავალ­ ბიჭების დედას თურქული ტრაილერი შეეჯახა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა...

ბერიაშვილების ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო ბავშვებისა და პაპის პენსიაა, რომელიც 350 ლარს შეადგენს. დედის გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ მას ოჯახის ბინა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 4 ათას დოლარად ჰქონდა ჩადებული. ახლა პროცენტის გადახდა ობლად დარჩენილ ბავშვებს უწევთ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ბერიაშვილების ოჯახის დახმარების მსურველთათვის ვაქვეყნებთ ტელეფონის ნომერს: 597 031620

ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი GE76BG0000000591099400
მიმღები: ნოდარ ბერიაშვილი

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" საიტზე