loader

თვითმხილველმა გადაიღო, როგორ წაიღო ღვარცოფმა ორი ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვითმხილველმა გადაიღო, როგორ წაიღო ღვარცოფმა ორი ადამიანი

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ჩინეთში, შენსის პროვინციაში მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია. თვითმხილველმა მობილური ტელეფონის კამერით გადაიღო მოვარდნილი ღვარცოფი, რომელმაც თვალისდახამხამებაში აავსო ქალაქის ქუჩები.

სამმა ქვეითმა, რომლებიც სტიქიამ მოიმწყვდია, უსაფრთხო თავშესაფრის მოძებნა ვერ მოასწრო და პატარა ნაგებობის სახურავზე ასვლას ცდილობს. მათმა დროებითმა თავშესაფარმა წყლის მასების ზეწოლას ვერ გაუძლო და ორი მათგანი ღვარცოფმა წაიღო. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოქალაქეებმა წაღებული მამაკაცის გადარჩენა შეძლეს, მაგრამ 25 წლის ქალი დაიღუპა.