loader

7 კგ კოკაინი ჩემოდანში - შსს-მ სარფის საბაჟოზე 25 წლის მამაკაცი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

7 კგ კოკაინი ჩემოდანში - შსს-მ სარფის საბაჟოზე 25 წლის მამაკაცი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოდან უკანონო გატანის მცდელობის ბრალდებით ლიბანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ელიანო კ. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის ჩემოდანში, სპეციალურ სამალავში და ლამინირებულ ფოტოალბომში აღმოაჩინეს ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, რომლის საერთო წონა, ექსპერტიზის დასკვნით, 7კგ და 348 გრამია. დაკავებული აღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს სატრანზიტო გზით თურქეთის რესპუბლიკაში გატანას ცდილობდა.