loader

უკანონოდ ჩამორთმეული ავტომობილები პროკურატურამ მფლობელებს დაუბრუნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკანონოდ ჩამორთმეული ავტომობილები პროკურატურამ მფლობელებს დაუბრუნა

მთავარმა პროკურატურამ დაზარალებულ ოთხ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული ავტომობილები დაუბრუნა. როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად, დღეს დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდათ უკანონოდ ჩამორთმეული ავტომანქანები, რომლებიც მათ საკუთრებაში გადაეცათ.

დაზარალებულ გივი თოდაძეს გადაეცა "რენჯ როვერის" და "კრაისლერის" მარკის ავტომობილები; დაზარალებულ გიორგი რეხვიაშვილს - "მერსედეს-ბენც ML 350" და "ჰიუნდაი სონატას" მარკის ავტომანქანები, ხოლო შმაგი რატიანს და პარსამ ზალინიანს - "ფოლკსვაგენ პასატის" ორი ავტომანქანა.