loader

კახეთს სტიქიამ გადაუარა: მოგლეჯილი ხეები და დასეტყვილი მოსავალი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახეთს სტიქიამ გადაუარა: მოგლეჯილი ხეები და დასეტყვილი მოსავალი

კახეთს სტიქიამ გადაუარა. ძლიერი სეტყვის შედეგად, თელავის რაიონის სოფლები: ნაფარეული, კინდოლი, ვანთა და აკურა დაისეტყვა. სეტყვას თან ძლიერი ქარი ერთვოდა, რამაც თელავი-ნაფარეულის მაგისტრალზე, ლოპოტას მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები მოგლიჯა.

ადგილზე სამაშველო სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის ლოპოტას ტბისკენ მიმავალი გზა გახსნილია.