loader

ნაცემი ახალგაზრდები და ბრალდება პოლიციის მიმართ - პროცესი საქალაქო სასამართლოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნაცემი ახალგაზრდები და ბრალდება პოლიციის მიმართ - პროცესი საქალაქო სასამართლოში

ფარული კამერით გადაღებული ეს კადრები "პალიტრა ტვ"-ს ბრალდებულების - არტურ ოგანეზოვისა და ფილიპე ბაბაიანის ოჯახის წევრებმა მოაწოდეს. ბრალდებულების მტკიცებით, მასზე ასახულია, რა სასტიკად გაუსწორდნენ ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში პოლიციელები. ბაბაიანი და ოგანეზოვი 5 აპრილს, ევროპის მოედანზე მდებარე კლუბთან დააკავეს. ბრალდებულები ირწმუნებიან, რომ მათ კლუბში სამოქალაქოფორმიანმა პოლიციელმა ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ჩხუბი მოჰყვა. ორივე პირი დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.

პროკურატურის მტკიცებით, ახალგაზრდები ევროპის მოედანზე, კლუბ "ნაინთან" მაშინ აიყვანეს, როდესაც 5-6 ახალგაზრდა ჩხუბობდა. ორმა მათგანმა - ბაბაიანმა და ოგანეზოვმა კი ადგილზე მისულ პოლიციას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ ბრალდებულები, რომელთა საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

იხილეთ: ფარულად გადაღებული კადრები - როგორ სცემეს ორი ახალგაზრდა პოლიციის განყოფილებაში