loader

"ჩვენი პრეზიდენტი არის ჭეშმარიტად ნაციონალური პრეზიდენტი" - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენი პრეზიდენტი არის ჭეშმარიტად ნაციონალური პრეზიდენტი" - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი არის ჭეშმარიტად ნაციონალური პრეზიდენტი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის მიერ აკაკი ბობოხიძის მსჯავრდებული ძმის შეწყალების ფაქტს.

"მსჯავრდებულ ბობოხიძეს, რომელიც პროკურატურამ დააკავა, მიესაჯა და ახლა პრეზიდენტმა შეიწყალა. ძალიან კარგია, რომ ასეთი კეთილშობილი პრეზიდენტი გვყავს ჩვენ და იმედი მაქვს, რომ სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და სხვებსაც, კეთილ ადამიანებს, ძალიან მალე შეიწყალებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.