ლიანდაგზე გაჭედილი ლიმუზინი მატარებელმა გაიტანა
შემთხვევა ინდიანას შტატში მოხდა, დაბადების დღის წვეულებაზე მიმავალ ახალგაზრდებს ავტომობილი ლიანდაგზე გაეჭედათ. ლიმუზინიდან გადმოსვლა ყველა მგზავრმა მოასწრო, თუმცა მანქანის დაძვრა ადგილიდან მძღოლმა ვერ შეძლო.