loader

სამართალდამცველების მიერ ნაცემი მორიგი ახალგაზრდა - რა მოხდა პოლიციის №7 განყოფილებაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამართალდამცველების მიერ ნაცემი მორიგი ახალგაზრდა - რა მოხდა პოლიციის №7 განყოფილებაში

პირობით მსჯავდებული 25 წლის დიმიტრი ლომიძის დის მტკიცებით, მისი ძმა ბოლო დროს სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოექცა და ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით, განყოფილებაშიც გადაიყვანეს, თუმცა მის ორგანიზმში ნარკოტიკის შემცველობა არ აღმოაჩნდა. 17 აპრილს მომხდარი გადაყვანის შემთხვევა, დიმიტრი ლომიძის დაკავებით დასრულდა. მას ბრალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით წარუდგინეს. ოჯახის წევრების მტკიცებით 25 წლის მამაკაცს წინააღმდეგობა არ გაუწევია და იგი პოლიციამ ჯერ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, შემდეგ კი გაგარინის ქუჩაზე მდებარე № 7 განყოფილებაში სცემა.

ის რომ ახალგაზრდას დაზიანებები აქვს მიყენებული დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნაშიც არის ასახული. ალექსანდრე გეჯაძის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, დიმიტრი ლომიძეს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც ტვინის შერყევის გამომწვევ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს.

იხილეთ:

ფარულად გადაღებული კადრები: როგორ სცემეს ორი ახალგაზრდა პოლიციის განყოფილებაში

"შენ 20-ლარიანი ვის დაუძახეო... ყელში მწვდა და დამაგდო" - თბილისური კლუბის მენეჯერი პატრულის სკანდალურ ქმედებაზე ჰყვება