loader

თინა ხიდაშელი წყალში და ხმელეთზე - თავდაცვის მინისტრი მედიასთან ერთად ბაზებზე მოგზაურობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თინა ხიდაშელი წყალში და ხმელეთზე - თავდაცვის მინისტრი მედიასთან ერთად ბაზებზე მოგზაურობს

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მედიის წარმომადგენლებთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში სამხედრო ბაზებზე იცხოვრებს. დასავლეთ საქართველოში დაგეგმილი ერთკვირიანი სამხედრო ტურნე ურეხიდან დაიწყო.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მედიის წარმომადგენლებთან ერთად გუშინ აჭარაში მდებარე სამხედრო ბაზები დაათვალიერა. ჯერ სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმი მოინახულა, შემდეგ მებრძოლ მყვინთავთა კურსის ინსტრუქტორებსა და კურსანტებს შეხვდა და კურსის მიმდინარეობას დაესწრო. ამ მიზნით, თინა ხიდაშელი ჟურნალისტებსა და ჯარისკაცებთან ერთად გონიოს სამხედრო ბაზაზე, შავი ზღვისა და მდინარე ჭოროხის შესართავიდან ჯერ ნავებით, შემდეგ კი კატერებით გაემგზავრა.