loader

თინა ხიდაშელმა ”მტრის” ტანკებს ესროლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თინა ხიდაშელმა ”მტრის” ტანკებს ესროლა

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა დასავლეთ საქართველოში მდებარე სამხედრო ბაზები დაათვალიერა.

თავდაცვის მინისტრმა, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, სენაკში მეორე ქვეითი ბრიგადა მოინახულა. გაეცნო ბრიგადის პირად შემადგენლობას და დაათვალიერა ყაზარმა, სასროლეთი, სპორტდარბაზის და საკლასო ოთახები.

მინისტრმა, ასევე, სენაკში მოინახულა ეროვნული გვარდიის მეათე კადრირებული ბრიგადის საველე ბანაკი და გაეცნო იქ არსებულ პირობებს.

თინა ხიდაშელი სენაკის ბაზაზე სიმულაციის ცენტრსაც ეწვია და ”სამხედრო ოპერაციის” დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა ”მტრის” ტანკებსაც ესროლა, მაგრამ ვერ მოარტყა. სამაგიეროდ, შედეგიანი იყო მისი ვაჟი, რომელმაც ოთხი ტანკიდან სამი ააფეთქა.

იხილეთ ასევე: როგორ ისვრის თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელი წყალში და ხმელეთზე - თავდაცვის მინისტრი მედიასთან ერთად ბაზებზე მოგზაურობს

რა მდგომარეობაში დახვდა სენაკის სამხედრო ბაზა მინისტრ თინა ხიდაშელს