loader

"მერცხალს ბედნიერება მოაქვსო..." - უცნაური პასუხი ხიდაშელის საყვედურზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მერცხალს ბედნიერება მოაქვსო..." - უცნაური პასუხი ხიდაშელის საყვედურზე

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ჟურნალისტებთან ერთად სამხედრო ბაზებზე ცხოვრებას განაგრძობს. ბათუმისა და სენაკის შემდეგ მინისტრი დღეს ხონში იმყოფებოდა, სადაც საარტილერიო ბრიგადის გარდა ახლადაშენებული სასადილოც დაათვალიერა. ახალი სასადილო ნატოს სტანდარტების შესაბამისად აშენდა, თუმცა იქ მისულ თინა ხიდაშელს ორი ისეთი "დეტალიც" დახვდა, რომელიც "ნატოს" ნამდვილად გააოცებდა - სასადილოში მერცხლები და ბუზები დაფრინავდნენ, რის გამოც თავდაცვის მინისტრს უკმაყოფილება არ დაუმალავს. ხიდაშელმა ჯარის კვებაზე პასუხისმგებელი კომპანიის, შპს ''სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფის" დირექტორს უსაყვედურა კიდეც, კომპანიის ხელმძღვანელმა მირანდა მანჯგალაძემ კი თავი იმით "იმართლა", რომ "მერცხალს ბედნიერება მოაქვს".